მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა

evropis-universitetis-meditsinis-pakultetis-studentma-saertashoriso-konperentsiaze

იმუნოლოგიისა და ინფექციური დაავადებების 25-ე საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა რიშუ ბანსალიმ აბსტრაქტი – ”The Importance of cytological examination in bladder cancer” წარადგინა, რომელიც მან ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის – ზაქარია ჰამიდა საკერის სამეცნიერო ხელმძღვანელობით მოამზადა.

აღნიშნული ნაშრომი კონფერენციაზე სტუდენტმა ონლაინ ზეპირი მოხსენების სახით წარადგინა. ის კონფერენციის ორგანიზატორებისაგან საუკეთესო მომხსენებლის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების სამეცნიერო აქტივობის წახალისების მიზნით სტუდენტის კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *