საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და ევროპისა და ქუთაისის უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ავიაკომპანია “კატარის ავიახაზები” ევროპისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს თემაზე – “კატარის ავიახაზების” უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში”.
პრეზენტაცია შეეხება “კატარის ავიახაზების” უსაფრთხოების ზომებს პანდემიის პირობებში, სადაც განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რეპატრიაციული ფრენები, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, მდგრადი და მწვანე ავიახაზი, უმაღლესი სტანდარტების საჰაერო ხომალდები, სტუდენტური კლუბის პროგრამა მოგზაურებისთვის, გლობალური ტურიზმის აღდგენა.
შეხვედრას კატარის ავიაკომპანიის გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორი ეკა კაკაურიძე გაუძღვება. ღონისძიებას, ასევე, დაესწრებიან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები.
ლექცია, 31 მაისს 18:00 საათზე, პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, ონლაინ ფორმატში გაიმართება.
შეხვედრაზე დასასწრებად პირველადი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე:
შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია ვებინარის პროგრამა ზუმის საშუალებით მითითებულ ბმულზე:
- https://us02web.zoom.us/j/84647921168?pwd=MEdUMGtnRlFZVnBuMXQxWDRnSWE5dz09
- Meeting ID: 846 4792 1168
- Passcode: 224589