სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

evropis-universitetshi-khariskhis-uzrunvelqopis-protsesebshi-monacile-studentta

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის – “მენეჯმენტის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები გლობალური გამოწვევების პირობებში“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

პროფესორმა მოხსენება თემაზე: “სამეწარმეო საქმიანობა და ბიზნესის მართვის გამოწვევები პოსტ პანდემიურ პერიოდში“ წარადგინა, რომლის ფარგლებშიც ხერსონის უნივერსიტეტისა და გლობლიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე განხორციელებული ერთობლივი კვლევებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი იყო ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი, ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია და სხვა ინსტიტუციები უკრაინიდან.

მიმაგრებული ფაილები:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *