“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ზეფატის აკადემიურ კოლეჯს” (ისრაელი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ “ზეფატის აკადემიური კოლეჯი” ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ისრაელში.
“ზეფატის აკადემიურ კოლეჯში” უმაღლეს განათლებას ყოველწლიურად დაახლოებით 3000 სტუდენტი იღებს.
“ზეფატის აკადემიურ კოლეჯი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” ისრაელში რიგით მეორე პარტნიორია.