“ევროპის უნივერსიტეტის” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი გვანცა ჯიჩოშვილი მალაგის უნივერსიტეტის (ესპანეთი) “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრო.
ღონისძიება პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას ემსახურებოდა.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდნენ კოლჰაპურის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ინდოეთი), ტუნისის აღმოსავლეთ უნივერსიტეტის (ტუნისი), ნამიბიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ნამიბია), აბდელმალექის ესაადის უნივერსიტეტის (მოროკო), დასავლეთ ქეიფის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკა), ლიმპოპოს უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკა), დურბანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (სამხრეთ აფრიკა) ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მალაგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საუკეთესო პრაქტიკებს, მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო პროექტებს. განხორციელდა კულტურული და საინფორმაციო ვიზიტები მალაგის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე.
საერთაშორისო კვირეულის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის.