საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორები პოლონეთში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ

evropis-universitetis-propesorebi-polonetshi-saertashoriso-kvireuls-daescrnen

“ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასოცირებული პროფესორი ქუჯი ბიჭია და ასოცირებული პროფესორი გურამ შეროზია ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში (პოლონეთი) “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ. ღონისძიება პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის როგორც პროფესიული და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას, ისე ცოდნისა და იდეების გაზიარებას ემსახურებოდა.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა ასევე მიიღეს დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის (რუმინეთი), არადის უნივერსიტეტის (რუმინეთი), ჰანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ნიდერლანდები), გრინვიჩის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო), ბაქოს ინჟინერიის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი), “ერაზმუსის” ბრიუსელის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ბელგია), მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი), პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის (ჩეხეთი), ჟირონას უნივერსიტეტის (ესპანეთი) და დანიის აკადემიის (დანია) ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა.

ქუჯი ბიჭიამ და გურამ შეროზიამ ჩაატარეს ლექციები როგორც პოლონელი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის. გურამ შეროზიამ ლექცია წაიკითხა თემაზე „პერსონალური ბრენდინგი“, ხოლო ქუჯი ბიჭიამ ისაუბრა თემებზე “თამაშების თეორია მენეჯერებისთვის” და „IT-ის როლი ტურიზმში“. ისინი ასევე დაესწრნენ ათამდე სესია-ტრენინგს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ინტერკულტურული კომუნიკაცია, გუნდურობა, ნეთვორქინგი და სხვა. გარდა ამისა, “ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორებმა,  ევროპის ათი სხვადასხვა უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ ქუჯი ბიჭიამ და გურამ შეროზიამ ფართო აუდიტორიას “ევროპის უნივერსიტეტის” შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გაუზიარეს ინფორმაცია არსებული საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებს ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ პოლონეთის კულტურას, დაეთვალიერებინათ ვროცლავის ღირსშესანიშნაობები და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ღონისძიებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *