“ევროპის უნივერსიტეტმა” 16 ივნისს “IGS ჯგუფის” (საფრანგეთი) პროფესორს უმასპინძლა. “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორმა ფრანსუა მასკლანიმ “ევროპის უნივერსიტეტის“ ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა.
ფრანგმა პროფესორმა აუდიტორიას ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის ფუნდამენტური საკითხები კარტოგრაფიული პრეზენტაციის საშუალებით წარუდგინა.
ფრანსუა მაკლანიმ სტუდენტებს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ამსახველი რუკები უჩვენა, აგრეთვე განიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები, გამოხატა საკუთარი შეხედულებები და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
აღნიშნულმა საკითხებმა აუდიტორიაში დიდი დაინტერესება გამოიწვია, რამაც ლექციის ინტერაქტიურ რეჟიმში წარმართვას შეუწყო ხელი. ლექციის ბოლოს ყველა მონაწილე დასწრების სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
“ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში ისეთ მასშტაბურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა “IGS ჯგუფი”, სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გაიზიარონ ევროპული პერსპექტივები.
მსგავსი სახის აკადემიური გაცვლები ხელს უწყობს უნივერსიტეტში მულტიკულტურული და ინტელექტუალურად მდიდარი გარემოს შექმნას.