22 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-14 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს.
სტუდენტებმა კვლევები აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომლებიც მედიცინის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.
თითოეული პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა და სტუდენტებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.
კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სამეცნიერო კომისიის წევრები აფასებდნენ:
- ეკა კოხრეიძე – „ევროპის უნივერსიტეტის“ ასისტენტი; მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
- მარიკა ზურმუხტაშვილი – “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ პროფესორი;
- ლარისა მელია – „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი; მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- დავით მალიძე – „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი; კლინიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კონფერენციის დასასრულს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ:
I ადგილი
სტუდენტი: ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თემა: “ბოდიში, როგორც კონფლიქტის სტრატეგია”
ხელმძღვანელი: ანა გვეტაძე
II ადგილი
სტუდენტი: ლიტეშ ნანდკიშორ დაიამა
თემა: Does The Robot Make Sense for Sleeve Gastrectomy?
ხელმძღვანელი: მანანა გოგოლი
III ადგილი
სტუდენტები: იამენ ხან, ვაჰაბა ბარკატ , ჩეტანა კუმარი შარმა
თემა: MP3 player a Gratifying or Menacious Widget for Hearing
ხელმძღვანელი: ნანა სარალიძე
გამარჯვებულები კომისიის წევრებმა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ, დააჯილდოვეს. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები, სერტიფიკატებთან ერთად, „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.