ევროპის უნივერსიტეტის ჟურნალი “სამართალი და მსოფლიო“ DOAJ-is (Directory of Open Access Journals) გამორჩეული წევრი გახდა – მას DOAJ SEAL (“დოაჯის“ ბეჭედი) მიენიჭა.
აღნიშნული წარმატება DOAJ-ში ინდექსირებული ჟურნალების მხოლოდ 10%-ს ხვდება წილად, რაც ღია წვდომის გამომცემლობის ფარგლებში ჟურნალის საუკეთესო პრაქტიკის აღიარებაა.
“დოაჯის“ ბეჭდის მინიჭების საკითხი შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე ფასდება: ჟურნალის პოლიტიკისა და საავტორო უფლებების გადახედვა მეცნიერებაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად, სტატიის იდენტიფიკატორების მუდმივად გამოყენება, ჟურნალის მდგრადობა, საერთაშორისო ხილვადობა და ჟურნალის სტატიების გრძელვადიანი შენარჩუნება.
DOAJ 2003 წელს შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში დაარსდა. იგი დღეისათვის მსოფლიოს 10000-მდე მაღალ რეიტინგულ ღია წვდომის ჟურნალს აერთიანებს და ყველა სახის სამეცნიერო ინფორმაციის მაძიებლისათვის უდიდეს პლატფორმას წარმოადგენს.