ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და ჟურნალის „გლობალიზაცია და ბიზნესის“, ასევე, ქუთაისის უნივერსიტეტისა და დაუგავპილსის უნივერსიტეტის (ლატვია) თანაორგანიზებით VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“, გაიმართა.
კონფერენციაზე ევროპის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პროფესორები – გივი ბედიანაშვილი და მაია აზმაიფარაშვილი, ასოცირებული პროფესორები – ეკატერინე ნაცვლიშვილი, ქუჯი ბიჭია და ეკონომიკის დოქტორი, ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი ხათუნა თაბაგარი.
კონფერენციაზე განხილული იყო თანამედროვე პირობებში აქტუალური სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რასაც მონაწილეების მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მიმდინარე წლის 17 ივლისს დისტანციურად, ვებინარის პროგრამა ZOOM-ის საშუალებით ჩატარდა და მას ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან, თურქმენეთიდან, ინდოეთიდან და კანადიდან.