ევროპის უნივერსიტეტში მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირს მოეთხოვებაინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება და კომპლექსური გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში.
ინგლისური ენის ცდონის დონის დადგენა ხდება ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად (https://eu.edu.ge/ge/legal-acts) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ან აღნიშნული წესის მიხედვით განსაზღვრული საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის გზით.
გამოცდა ინგლისურ ენაში:
გამოცდა ინგლისურ ენაში ამოწმებს B2 დონის ფლობას ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის მიხედვით (წერა,კითხვა, საუბარი, მოსმენა).
გამოცდის მაქსიმალური შეაფსებაა 100 ქულა.
თითოეული კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 25ქულა.
გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – საუბრის მოდული (Speaking Module). ტარდება გამომცდელთან ერთი–ერთზე ინტერვიუს სახითპირისპირ.
საუბრის კომპეტენცია ფასდება აპლიკანტისთვის B2 დონის შესაბამისი 5 კითხვისა დასადისკუსიო თემის შეთავაზებით. გამოცდის ხანგრძლივობაა 15 წუთი.
მეორე ეტაპი – ტესტი (ტარდება წერითი ფორმით) ამოწმებს კანდიდატის სამ ძირითად ენობრივ უნარს: კითხვა, მოსმენა დაწერა.
კითხვის კომპეტენცია
კითხვის დავალების შემთხვევაში მოცემულია ტექსტი დატექსტის გასაგებად საჭირო 10 დახურული კითხვა.
მოსმენის კომპეტენცია
მოსმენის კომპონენტი მოიცავს დახურული კითხვებისმქონე ორ დავალებას.
პირველი დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ერთხელმოისმენს შესაბამის დავალებას.
მეორე დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ორჯერმოისმენს შესაბამის დავალებას.
წერის კომპეტენცია
წერის კომპონენტი მოიცავს ესეის დავალებას. აპლიკანტი მოცემული რამდენიმე ვარიანტიდან ირჩევს ერთ ესსეს, რომელიც 150 – 180 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.
კომპონენტების შეფასების კრიტერიუმები აღწერილია ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესში, გვ. 25-32 (https://eu.edu.ge/ge/legal-acts)
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი დააგროვებს მინიმუმ 50% + 1 ქულას, ანუ 51 ქულას ოთხივეკომპონენტიდან.
ინგლისურ ენაში გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი
კომპლექსური გამოცდა სპეციალობაში:
საგამოცდო ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან:
3 სიტუაციური ამოცანა/ქეისი
20 დახურული ტესტი
საგამოცდო ბილეთი მოიცავს ტესტურ კითხვებს კომპლექსურ გამოცდაში შემავალი ყველა სასწავლო კურსიდან (ბიზნესის საფუძვლები, ეკონომიკის პრინციპები, ფინანსური მენეჯმენტი, მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლები).
გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 40 ქულით:
ტესტის კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა, თითოეულ ტესტზე პასუხის მაქსიმალური შეფასება – 0,5 ქულა:
სწორი პასუხი ფასდება 0.5 ქულით
არასწორად მონიშნული/შეუვსებელი პასუხი ფასდება 0 ქულით.
სიტუაციური ამოცანის/ქეისის მაქსიმალური შეფასებაა 30 ქულა, თითოეული სიტუაციური ამოცანა / ქეისიფასდება 10 ქულით.
საგამოცდო ბილეთში შემავალი სიტუაციური ამოცანები/ქეისები შეთავაზებული იქნება ბიზნესის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საფუძვლების სასწავლო კურსებიდან.
ქეისის ანალიზისას შეფასების ქულების განაწილება და კრიტერიუმები:
10 ქულა: აპლიკანტი ყურადღებით გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას; ზედმიწევნით დეტალურად გაანალიზა დასმული საკითხები; სრულყოფილად მოახდინა პრობლემების ან/და მათი გამოვლენა-ანალიზისათვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირება; საკითხი გაიაზრა კომპლექსურად და/ან სისტემურად; სწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის ორიგინალური ან/და აპრობირებული გზები; ლოგიკურად გამართულად ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ჩამოაყალიბა დასაბუთებული დასკვნები; მსჯელობა/დასკვნები/რეკომენდაციები დამაჯერებელი და მეცნიერულად არგუმენტირებულია; აპლიკანტიზედმიწევნით კარგად ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალას.
9-8 ქულა: აპლიკანტი გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას, ზოგადად განიხილა დასმული საკითხები; მეტწილად სრულად მოახდინა ზოგიერთი პრობლემის ან/და მისი გამოვლენა-ანალიზისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის იდენტიფიცირება; სწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის აპრობირებული/სტანდარტული გზა და ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა, თუმცა მსჯელობა ზოგადია და არ გამოირჩევა ორიგინალობით; დასკვნა/რეკომენდაცია ჩამოყალიბებულია პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, თუმცა არგუმენტირებული/დასაბუთებულია უპირატესად ლოგიკურად, აკლია მეცნიერული საფუძველი; აპლიკანტი ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალას, თუმცა საკითხების გააზრება/გადაწყვეტას აკლია სიღრმე, კომპლექსურობა, სისტემურობა და/ან ორიგინალობა.
7-6 ქულა: აპლიკანტი ზედაპირულად გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას, ზედაპირულად განიხილა დასმული საკითხები; მოახდინა პრობლემის ან/და მისი გამოვლენა-გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის მცირე ნაწილის იდენტიფიცირება; შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის მარტივი გზა და ნაწილობრივ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა, თუმცა მსჯელობა და დასკვნები ნაკლებად თანმიმდევრული, სუსტად არგუმენტირებული და ლოგიკურად ნაკლებად დასაბუთებულია; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაშვებულია არაარსებითი სახის ხარვეზები; აპლიკანტი ზედაპირულად ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალას, უჭირს საკითხების სწორად გააზრება/ ანალიზი/გადაწყვეტა.
5 – 3 ქულა: აპლიკანტი ზერელედ და ფრაგმენტულად გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას, ფრაგმენტულად და ხარვეზებით განიხილა დასმული საკითხები; გარკვეული უზუსტობა დაუშვა პრობლემის/მისი გამოვლენა-გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებისას; არასწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის გზა, თუმცა, არჩეული ვარიანტის შესაბამისად, ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა; მსჯელობა და დასკვნები ფრაგმენტული, არაარგუმენტირებული, სუსტად დასაბუთებული და ლოგიკურად არათანმიმდევრულად ფორმულირებულია; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი ხარვეზები; აპლიკანტი ფრაგმენტულად ფლობს თემებს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალიდან, უჭირს პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და საკითხებზე მსჯელობა.
2- 1 ქულა: აპლიკანტმა სათანადოდ ვერ გაიაზრა პრობლემურ სიტუაციაში აღწერილი ინფორმაცია, მინიმალურ დონეზე განიხილა დასმული საკითხები; პრობლემის/მისი გამოვლენა-გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებისას დაუშვა არსებითი ხასიათის ხარვეზები; ვერ შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის გზა და გარკვეული უზუსტობები დაუშვა სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისას; მსჯელობა და დასკვნები არაარგუმენტირებული და დაუსაბუთებელია; აპლიკანტი ვერ ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულომასალას (საკვანძო საკითხებს) და მხოლოდ ზოგიერთ საკითხთან მიმართებით ავლენს მინიმალურ ცოდნას; არ შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი, საკითხებზე მსჯელობისა და/ან პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაუშვა არსებითი ხასიათის უზუსტობები.
0 ქულა: დავალება მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ კრიტერიუმებს / დავალება საერთოდ არ აქვს შესრულებული.
შენიშვნა: შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს აპლიკანტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.
გამოცდა სპეციალობაში ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი მიიღებს საერთო შეფასების არანაკლებ 50%+1 ქულას.
გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი
სპეციალობაში კომპლექსური გამოცდის საკითხები
(საგამოცდო საკითხები შედგენილია ბიზნესის საფუძვლების, ეკონომიკის პრინციპების, მენეჯმენტის საფუძვლების, მარკეტინგის საფუძვლებისა და ფინანსური მენეჯმენტის საკვანძო თემების სასწავლო კურსებში ასახული საკვანძო თემების მიხედვით)
ეკონომიკურ სისტემაში ბიზნეს-სექტორის ადგილი, როლი,მნიშვნელობა, ბიზნესის მიზნები და ამოცანები
ბიზნესის სახეები, ბიზნესის ორგანიზაციულსამართლებრივი და სტრუქტურული ფორმები
ბიზნესის გარემო: სამართლებრივი, პოლიტიკური ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული გარემო და ბიზნესის წარმართვის თავისებურებანი
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბიზნესი და სახელმწიფო: ბიზნესში ჩართული სუბიექტები, ეკონომიკური ძალები, სახელმწიფოსროლის ბიზნესის რეგულირებაში
საერთაშორისო ბიზნესი და ეროვნული სახელმწიფოსკონცეფცია; საერთაშორისო ბიზნესის დაწყების გზები და ღონისძიებები
ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედი გარე ფაქტორები; ეკონომიკის პრობლემები; სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები, მიკრო და მაკროეკონომიკის შედარებითი დახასიათება
ეკონომიკის 10 პრინციპი და ეკონომიკური მოდელები
კონკურენცია და კონკურენტული ბაზრები, საბაზრო და ინდივიდუალური მოთხოვნა
მყიდველთა და გამყიდველთა დაბეგვრა და ბაზრის ფუნქციონირება
მომხმარებლები, მწარმოებლები და ბაზრის ეფექტიანობა: სამომხმარებლო და მწარმოებლის დანაზოგი
მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ძალები, ელასტიურობა და მისი გამოყენება
ფირმები კონკურენტულ ბაზრებზე: კონკურენცია, მონოპოლია და ოლიგოპოლია
გარეგანი ეფექტები, საზოგადოებრივი საქონელი და საერთო რესურსები
წარმოების დანახარჯები, წარმოების ფაქტორთა ბაზრები
გამომუშავება და დისკრიმინაცია, შემოსავლების უთანასწორობა და სიღარიბე
მომხმარებლის არჩევანის თეორია
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ცხოვრების ღირებულების გამოთვლა
ეკონომიკა გრძელვადიან პერიოდში: წარმოება და ეკონომიკური ზრდა
დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა, ფინანსების ძირითადი იარაღი
ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკა და მაკროეკონომიკური თეორია
უმუშევრობა, ინფლაცია, მონეტარული სისტემა, ფულის მიწოდება და ფულზე მოთხოვნა
მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე
ეკონომიკური რყევები მოკლევადიან პერიოდში
მოკლევადიანი პერიოდის ალტერნატივა ინფლაციასა და უმუშევრობას შორის
ფინანსების არსი და ფუნქციები, ფინანსური პოლიტიკისშინაარსი და პრინციპები
ფინანსური მენეჯმენტის არსი, ფუნქციები, პრინციპები, ფინანსური მენეჯერის როლი, ბიზნესი, გადასახადები და ფინანსური გარემო
ფულის ღირებულება დროში, გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების შეფასება, რისკი და სარგებელი
ფინანსური ანალიზის და დაგეგმვის ინსტრუმენტები
საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტი, ინვესტიციების არსიდა ძირითადი ფორმები, ინვესტირება კაპიტალურ აქტივებში
კაპიტალის ბაზარი, კაპიტალის ღირებულება, კაპიტალის სტრუქტურა და დივიდენდური პოლიტიკა
გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ფინანსირება
გრძელვადიანი სესხი, პრივილეგირებული აქცია და ჩვეულებრივი აქცია, ვადიანი სესხები და ლიზინგები
ფინანსური ბაზარი. მისი როლი ფინანსური რესურსებისმობილიზაციასა და განაწილებაში
ფინანსური აღრიცხვის არსი, მიზანი და მნიშვნელობა, ფინანსური ანგარიშის ფორმები და მეთოდები
მარკეტინგის არსი, მისი სოციალურ-ეკონომიკურიმნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში
მარკეტინგის მართვა: მარკეტინგის მართვის ძირითადიკონცეფციები და ეტაპები
მარკეტინგული საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა დაკონტროლი
მარკეტინგული გარემოს გამოკვლევა და მარკეტინგულიინფორმაციის სიტემა
ბაზრისა და მომხმარებელთა ტიპების გამოკვლევა, ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა
საქონელი და სასაქონლო პოლიტიკა
ფასი და საფასო პოლიტიკა, გასაღების პოლიტიკა
მომსახურების მარკეტინგი
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
მენეჯმენტის არსი, მიზნები, ამოცანები, პრინციპები, მეთოდები და ფუნქციები
ორგანიზაციული მენეჯმენტის სპეციფიკა: ორგანიზაციის არსი, ორგანიზაციათა სახეები, ჯგუფების არსი და სახეები, ძირითადი მახასიათებლები
ორგანიზაციის გარემოს ზოგადი დახასიათება, ინტერნალური და ექსტერნალური გარემო, ზემოქმედი ფაქტორები, მათი ურთიერთკავშირი და გავლენა
ორგანიზაციის შიდა და გარე შესაძლებლობების შეფასება: SWOT – და PESTEL-ანალიზი, კონკურენტული უპირატესობების გამოკვეთა და სამოქმედო ღონისძიებების დასახვა
დაგეგმვისა და სტრატეგიული დაგეგმვის არსი, მათი მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნეს-კომპანიისათვის
უფლებამოსილებათა განსაზღვრა: საორგანიზაციო უფლებამოსილებათა არსი, ტიპები, მათი დელეგირება და ორგანიზება
ორგანიზაციის დიზაინი; საორგანიზაციო სტრუქტურის სახეები, საორგანიზაციო სტრუქტურის შერჩევის სპეციფიკა და დაპროექტება
სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესი: ძირითადი ეტაპები და შემადგენლები
კომპანიის სტრატეგიული შესაძლებლობები, სტრატეგიის ფორმები და ტიპები, სტრატეგიული გადაწყვეტილების მომზადება-მიღება, სტრატეგიული პორტფელის ფორმირებასთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები
ორგანიზაციული კულტურის არსი და მნიშვნელობა სტრატეგიისთვის
ადამიანური რესურსის მართვა: არსი, მიზნები, ფუნქციები, მიმართულებები და ღონისძიებები
პერსონალის დაგეგმვის, მოზიდვის, შერჩევის, განთავსების, განვითარებისა და შეფასების პროცესი, პროცედურები და ღონისძიებები
თანამშრომელთა სტიმულირება და მოტივირება: არსი, სპეციფიკა, მნიშვნელობა ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისათვის
ლიდერობის და გუნდის მართვის არსი და მნიშვნელობა, ლიდერის მახასიათებლები, გუნდის ფორმირება-განვითარების ეტაპები, ორგანიზაციული ქცევა და ლიდერობის სტილები
კონტროლის მმართველობითი ფუნქცია: კონტროლის არსი, სახეები, მათი დანიშნულება; კონტროლის პროცესის ეტაპები.
დამაკავშირებელი პროცესი: საორგანიზაციო კომუნიკაცია, ინფორმაციის ნაკადის მართვა და გადაწყვეტილებების შემუშავება-მიღება
რეკომენდირებული სახელმძღვანელო ლიტერატურასპეციალობაში კომპლექსური გამოცდისთვის:
შენგელია თ., ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. თბ., 2018წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ – მისამართზე: http://bpa.ge/book/book95.pdf)
მენქიუ გ. ეკონომიკის პრინციპები, თბ. 2008 წ.(ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე: https://www.academia.edu/11233909/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A3)
ვანჰორნი ჯ., ვაჰოვიჩი ჯ., ფინანსური მენეჯმენტისსაფუძვლები, თბ., 2008 წ.
ლიპარტია ზ., ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2018 წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე: https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/finansuri-menedjmentis-safudzvlebi/788
არმსტრონგი გ. კოტლერი ფ., მარკეტინგის საფუძვლები, თბ., 2014 წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე: https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/marketing-an-introduction-7-e/229)
მაჭავარიანი შ., მენეჯმენტის საფუძვლები: თეორიები, კონცეფციები და პრაქტიკული მიდგომები, თბ., 2014 წ.
შუბლაძე გ., მღებრიშვილი ბ., წოწკოლაური ფ., მენეჯმენტის საფუძვლები, თბ, 2008 წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე: https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/menedjmentis-safudzvlebi/225 )
ინგლისური გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა:
https://mail.google.com/mail/u/0/#inbox/FMfcgzGkZQMFCGfrvllLHQmvFCjmSmpm?projector=1