სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

evropis-universitetis-menejmentis-samagistro-programaze-sabutebis-migheba-icqeba

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება განხორციელდება 30 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით ადმინისტრაციული კორპუსის, პირველ სართულზე, ოთახი №103,10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის. გურამიშვილის გამზირი № 76).

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
საერთო სამაგისტრო გამოცდა;
ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (BEC exam and CELS exam – Vantage, TOEIC, TOEFL , Pritman ESOL International, IELTS, Cambridge Exam);
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.
გამოცდები ჩატარდება ორ ნაკადად:

I  ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს  30 აგვისტოდან 6  სექტემბრის ჩათვლით):

1. უცხო ენის გამოცდა  –  7  სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);

უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9  სექტემბერი;
სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა – 9-10 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი.

2. გამოცდა სპეციალობაში – 13  სექტემბერი;

შედეგების გამოცხადება – 15  სექტემბერი;
სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 15-16 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების  გამოცხადება – 17  სექტემბერი

II  ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს  7 სექტემბრიდან-  18 სექტემბრის ჩათვლით):

1. უცხო ენის გამოცდა  –  20   სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის   სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);

უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 22  სექტემბერი;
სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა – 22-23 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24  სექტემბერი.
2. გამოცდა სპეციალობაში – 25  სექტემბერი;

შედეგების გამოცხადება – 27  სექტემბერი;
სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 27-28 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების  გამოცხადება – 29  სექტემბერი;

3. საბოლოო შედეგების გამოცხადება  – 29  სექტემბერი;

4. რანჟრების დოკუმენტის გამოცემა – 30 სექტემბერი;

5. ხელშეკრულების გაფორმება  –  30 სექტემბერი-01 ოქტომბერი;

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;  უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *