ევროპის უნივერსიტეტის სპეციალური შეთავაზებით, აბიტურიენტები, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, უნივერსიტეტისგან 1000 ლარიან შიდა დაფინანსებას, პროგრამის ხანგრძლივობის სრული ვადით მიიღებენ.
აღნიშნული პროექტისთვის, უნივერსიტეტმა გამოყო 3 000 000 (სამ მილიონიანი) ბიუჯეტი. შესაბამისად, ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში, სტუდენტი ისარგებლებს 4000 ლარიანი, სტომატოლოგიის შემთხვევაში 5000 ლარიანი, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის შემთხვევაში – 6000 ლარიანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტით.
ამჟამად, ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტები, ფუნქციონირებს.
აღნიშნული ფაკულტეტების ფარგლებში უნივერსიტეტი ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე, ინფორმატიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ფსიქოლოგია. რაც შეეხება დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის პროგრამებს, ისინი ხორციელდება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტს აქვს ასევე გაცვლითი პროგრამები ამერიკის, ევროპისა და აზიის თითქმის ყველა უნიერსიტეტში სპეციალობების მიხედვით. უნივერსიტეტი თანამშრომლობს 22 ქვეყნის 46 უცხოურ უნივერსიტეტთან, რომელთაგან 20 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშია.
ევროპის უნივერსიტეტის უსდ კოდია 171