საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი პროექტის „BOLOGNA HUB PEER SUPPORT” მონაწილეა

evropis-universiteti-proektis-bologna-hub-peer-support-monacilea

ევროპის უნივერსიტეტი პროექტის “Bologna Hub Peer Support” მონაწილეა, რომელიც მიზნად ისახავს, ბოლონიის ძირითადი ვალდებულებების განხორციელებას და მისი ინსტრუმენტების დანერგვის ხელშეწყობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA).

პროექტი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების გამოწვევებისა და გამოცდილებების გაზიარებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ისეთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება, როგორებიც არიან: დოქტ. იელენა ისტილეულოვა, (მარიბორის უნივერსიტეტი, „ინოვაციური სწავლება-სწავლა კურსდამთავრებულთა ხარისხიანი კარიერისა და შესანიშნავი უმაღლესი განათლებისათვის“, ევროკომისიის გარე ექსპერტი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ინოვაციური პროექტების მიმართულებით) და დოქტ. ოლაფ ბარტზ (გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს მმართველი დირექტორი, სამსაფეხურიანი პროგრამების დანერგვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით);

ექსპერტები ევროპის უნივერსიტეტს შეაფასებენ შემდეგი სამი მიმართულებით: ხარისხის უზრუნველყოფა, სწავლება-სწავლის ინოვაციური მიდგომები და სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა.

საერთაშორისო ექსპერეტებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 19 მაისს დისტანციურად გაიმართა. შემდეგი შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერში კვლავ დისტანციურად იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გაესაუბრებიან და ინტერვიუებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ რეკომენდაციებს აღნიშნული მიმართულებების გასაუმჯობესებლად შეიმუშავებენ. მომდევნო ვიზიტის ფარგლებში კი, რომელიც 2022 წელს შედგება, ევროპის უნივერსიტეტის მიერ რეკომედაციების დანერგვისა და გათვალისწინების პროცესი შემოწმდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *