ევროპის უნივერსიტეტსა და ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სამედიცინო სფეროში კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების/პროექტების განხორციელებას, ასევე, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კლინიკური პრაქტიკის ხელშეწყობას.
ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის სხვადასხვა განყოფილებაში ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის რამდენიმე სტუდენტი სტაჟირებას უკვე გადის.