ევროპის უნივერსიტეტსა და ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში და ერთობლივი კვლევითი აქტივობების, კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვასა და სამეცნიერო-კვლევითი სტატიების გამოქვეყნებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჟურნალებში ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას, როგორც ერაზმუსის პროგრამის, ისე ბილატერალური ფორმატის ფარგლებში.