მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის

pirveladi-sameditsino-dakhmarebis-treningi-evropis-universitetis-studentebistvis

26 ივნისს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩატარდება.

ტრენინგს „ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლაშა დოლიძე გაუძღვება.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია პირველადი დახმარების მიზნებზე და გაიგებენ როგორ შეაფასონ დაზარალებული შემთხვევის ადგილზე. ასევე ისწავლიან:

  • პაციენტის უსაფრთხო მდგომარეობაში მოთავსებას
  • პირველად დახმარებას გულის გაჩერების დროს
  • პირველად დახმარებას სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს
  • სისხლდენის შეჩერების მეთოდებს
  • პირველად დახმარებას სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის დროს

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის გავლას შეძლებთ მხოლოდ „ევროპის უნივერსიტეტის“ მეილით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/cktVZ

ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცნის ფაკულტეტის კამპუსი, სარაჯიშვილის ქუჩა 17, ოთახი 601.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *