სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება იწყება

evropis-universitetis-globalizatsiis-ekonomikuri-da-sotsialuri-problemebis-kvleviti

ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება იწყება:

საბუთების მიღება, სასწავლო ბაზაზე რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება 2021 წლის 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის (ორშაბათი – პარასკევი) ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით განხორციელდება.

მედიცინის ფაკულტეტეზე პირველკურსელთა მიღება ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსში იწარმოებს (მის.: სარაჯიშვილის № 17, პირველი სართული), ხოლო ბიზნესისა და ტექნოლოგიებისა და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე პირველკურსელთა მიღება ადმინისტრაციულ კორპუსში განხორციელდება (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული).

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი(ვაჟებისთვის);
ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:

მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ პროგრამის ღირებულების ( ერთი წლის სწავლის საფასურის) 1/10 (ერთი მეათედი, ანუ სწავლის საფასურის ერთი წლის ღირებულება გაყოფილი ათზე) ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი
GE87BG0000000347729500
საბანკო კოდი : BAGAGE22

თიბისი ბანკი
GE44TB7819636020100003
საბანკო კოდი : TBCBGE22

გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *