სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

ევროპის უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება:

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება 15 სექტემბრიდან – 27 სექტემბერის (10:00 – 18:00 საათი) ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული).

მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორის მასწავლებელი;
საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებლი;
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური (I- XII) ინგლისური ენა.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში ადგილზე);
რეზიუმე (CV);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები:

I ეტაპი:

გამოცდა – 22 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 23 სექტემბრისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 23 სექტემბრისა;
აპელაციის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს – 24 სექტემბრისა;
II ეტაპი:

გამოცდა – 24 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა ;
აპელაციის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს – 27 სექტემბრისა ;
I I I ეტაპი

გამოცდა – 27 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 28 სექტემბრისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 28 სექტემბრისა ;
აპელაციის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს – 29 სექტემბრისა;
IV ეტაპი

გამოცდა – 28 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 29 სექტემბრისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 29 სექტემბრისა;
აპელაციის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 30 სექტემბრისა;
სხვა დეტალები:

რანჟირების დოკუმენტის გამოცემა – არაუგვიანეს 04 ოქტომბერი;
ხელშეკრულების გაფორმება – 05-11 ოქტომბერი;
ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით -13 ოქტომბერი;
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემა – 13 ოქტომბერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *