მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

პროფესორი მაია მანწკავა ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

propesori-maia-manckava-evropis-universitetis-sametsniero-kvleviti-departamentis

„ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი, კლინიკური რეოლოგიის ექსპერტი მაია მანწკავა სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მაია მანწკავა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, “ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის” რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელია.

ის ასევე, რეოლოგთა საზოგადოების და მიკროცირკულაციისა და ჰემორეოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებების აღმოსავლეთ ევროპის ფრაქციის თავმჯდომარეა.

1992 წელს დაამთავრა “ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის” ფიზიკის ფაკულტეტი, 2001 წელს სამედიცინო უნივერსიტეტი, 2004 წელს “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის” ასპირანტურა და სწავლის დამთავრებისთანავე დაიცვა დისერტაცია. 2013 წელს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” მიიღო ჯანდაცვის სპეციალისტის კვალიფიკაცია.

პროფესორი მაია მანწკავა პერმის უნივერსიტეტის საპატიო ემერიტუსი და ლისაბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. დაჯილდოებულია პანდემიის პრევენციის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საპატიო ჯილდოთი, აგრეთვე, ტრანსკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ ოქროს ლომით ნომინაციაში „ინოვაციები მედიცინაში“.

2010 წლიდან ის ხელმძღვანელობს ექიმთა უწყვეტი განათლების მრავალწლიან საერთაშორისო პროექტ BIOMED-ს. მისი ავტორობით შექმნილია ყოველწლიური ტრენინგ-კურსების სერია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

იგი არის 20-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, მონაწილე და გამარჯვებული. აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია, და რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესებში, კონფერენციებსა და ვორკშოპებში.

მაია მანწკავა 1 სახელმძღვანელოს და 3 მონოგრაფიის ავტორია. მისი რედაქტირებით, გამოცემულია სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე, ის არის საერთაშორისო ჟურნალების: „Journal of Biomedical and Medical Sciences”, “Clinical Hemoreology and Microcirculation”, “Series on Biomechanics”, “Journal of Biomechanics” თანარედაქტორი.

მისი ხელმძღვანელობით/თანახელმძღვანელობით დაცულია 18 სადოქტორო დისერტაცია და 5 სამაგისტრო ნაშრომი. იგი არის პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების პროგრამების ავტორი და თანაავტორი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *