საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტისა და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ონლაინ დისკუსიების კვირეულის პირველი შეხვედრა გაიმართა

evropis-universitetisa-da-khmelnitskis-erovnuli-universitetis-tanaorganizebit-onlain

ევროპის უნივერსიტეტისა და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) თანაორგანიზებით, 18 ოქტომბერს, აკადემიური, ონლაინ დისკუსიების კვირეული, – „ქართულ-უკრაინული პერსპექტივები“, – დაიწყო.

პირველი შეხვედრა თემაზე, „პოლიტიკური კომუნიკაცია სოციოკულტურული მიდგომის კონტექსტში’’ გაიმართა, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მოწვეული ლექტორი და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების’’ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე და  ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,  ოლგა ზასლავსკა ხელმძღვანელობდნენ.

მომხსენებლებმა საქართველოსა და უკრაინის გადმოსახედიდან, პოლიტიკური კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა შეაფასეს, განიხლეს რას უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიური მესიჯბოქსი, რა შეცდომები არ უნდა იქნას დაშვებული პოლიტიკური კამპანიის წარმოებისას და რა რისკების წინაშე აყენებს დეზინფორმაცია დემოკრატიულ საზოგადობას.

ვებინარის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, დამსწრე სტუდენტებს, პრაქტიკული პოლიტიკიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიის საშუალება მიეცათ.  

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტში პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთობლივი ვებინარები რეგულარულად იმართება, რაც ხელს უწყობს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კონტაქტების გაფართოებასა და სტუდენტების აკადემიურ/პროფესიულ განვითარებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *