ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მე-5 – მე-10 სემესტრის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სტუდენტების შესარჩევად, რომლებიც კლინიკა “ალბიუსში” და კლინიკა “ჰეფიდენტში” პრაქტიკას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გაივლიან.
პრაქტიკა თერაპევტის, ქირურგისა და ორთოპედის ასისტირებასა და სხვადასხვა მანიპულაციაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოიცავს.
კონკურსის ფარგლებში, ორი სტუდენტი შეირჩევა ქართულენოვანი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამიდან, ორი კი – ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან.
კონკურსის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები დეტალურად იხილეთ თანდართულ ფაილში.
მიმაგრებული ფაილები: