ნანა ჩიხლაძე „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ პროფესორი, კლინიკა „ კარაპს მედლაინის“ ქიმიოთერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი და კლინიკური ონკოლოგია.
2000-2006 წლებში, ის სამკურნალო საქმეს სწავლობდა „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში“, 2006-2009 წლებში ონკოლოგის კვალიფიკაციას ეუფლებოდა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში. 2017 წელს კი მიენიჭა მედიცინის დოქტორის სტატუსი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნანა ჩიხლაძე ჩართულია სხვადასხვა ტრენინგ-კურსებში,სემინარებსა და სამეცნიერო აქტივობებში როგორიცაა:
- 2016 – ESMO 18th World Congress on Gastrointestinal Cancer – ბარსელონა (ესპანეთი) – მონაწილე
- 2016 – 7th International Medical Congress of the Southeast European Medical Forum -ფასილიტატორი
- 2015 – Milan Breast Cancer Conference – მილანი (იტალია) – მონაწილე
- 2019 – I ფაზის კლინიკური კვლევა NOX66-001A – მთავარი მკვლევარი
- 2022 – II ფაზის კლინიკური კვლევა SC-104 Sotio – მთავარი მკვლევარი
- 2022 – III ფაზის კლინიკური კვლევა LAGOON – მთავარი მკვლევარი
- 2022 – III ფაზის კლინიკური კვლევა IMMU 132-13 – მთავარი მკვლევარი
მისი არაერთი ნაშრომი, სამეცნიერო კვლევა და სტატიაა გამოქვეყნებული ქართულ თუ უცხოურ ჟურნალებში.