“ევროპის უნივერსიტეტს” და “ხმელთაშუა ზღვის მენეჯმენტის ინსტიტუტს” (კვიპროსი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის “ერაზმუს+” კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.
“ხმელთაშუა ზღვის მენეჯმენტის ინსტიტუტი” 1976 წელს დაარსდა და ის პირველი ბიზნეს სკოლაა კვიპროსში.