ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მე-5 – მე-10 სემესტრის სტუდენტებისთვის, სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, რომლებიც კლინიკა “ალბიუსში” და კლინიკა “ჰეფი დენტში” პრაქტიკას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გაივლიან.
კომისიის მიერ შერჩეული იქნა სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სამი სტუდენტი:
- ჰამიდრეზა იავარი (მე-5 სემესტრი)
- სიმინ სადეღი (მე-10 სემესტრი)
- მონა ალ არნაუთ (მე-5 სემესტრი)
პრაქტიკა თერაპევტის, ქირურგისა და ორთოპედის ასისტირებასა და სხვადასხვა მანიპულაციაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოიცავს.