ევროპის უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
- მასპინძელი უნივერსიტეტი: მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა;
- სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: საერთაშორისო ურთიერთობები, ინფორმატიკა, სტომატოლოგია (ქართულენოვანი), მედიცინა (ქართულენოვანი), სამართალი, ბიზნეს-ადმინისტრირება, მენეჯმენტი;
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე;
- სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით.
შესარჩევი კონკურსი, დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.
1. გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე B2 (ორშაბათი, 15 ნოემბერი, 11:00 სთ):
წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი – Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.
შენიშვნა: თუ სტუდენტი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს წარმოადგენს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, აღნიშნული ტესტის ჩაბარება არ უწევს და კომისია საორიენტაციოდ მის სასერტიფიკატო გამოცდის ქულას იღებს, რომელიც CEFR-ის სტანდარტით მინიმუმ B2 დონეს უნდა შეესატყვისებოდეს.
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე (სამშაბათი, 16 ნოემბერი, 17:00 სთ):
გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება.
შეფასების ელემენტები:
• მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
• მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
• მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
ოთხშაბათს, 17 ნოემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე კომისია კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 1 გამარჯვებულ სტუდენტს გამოავლენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://tinyurl.com/ccs9jbvz
განცხადებების მიღება 12 ნოემბერს, 12:00 საათზე შეწყდება.
საერთაშორისო მობილობისთვის კონკურსის გზით სტუდენტთა შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გაეცნოთ ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge