სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა

evropis-universitetis-globalizatsiis-ekonomikuri-da-sotsialuri-problemebis-kvleviti

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში პანელური დისკუსია – “შრომის ბაზრისა და სამეწარმეო აქტიურობის განვითარების თანამედროვე გამოწვევები“, გაიმართა.

დისკუსიას, მოდერატორობას, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი გივი ბედიანაშვილი უწევდა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები – შორენა კობიაშვილი, ირმა გვილავა, თინათინ ქსოვრელი, თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი ნათია ჭელიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე, თიბისი ბანკის აქციონერი – პროფესორი გივი ლემონჯავა, კომპანია ლივინგსტოუნიდან – სალომე ჯანელიძე, მეწარმე – ნათია ჩიხლაძე, პროფესორი იოსებ არჩვაძე და უშუალოდ კვლევით პროექტში ჩართული მკვლევარები, ასოცირებული პროფესორები ეკატერინე ნაცვლიშვილი და ქუჯი ბიჭია.

თემა კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას მიეძღვნა, კერძოდ დამსაქმებლების და მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინების შესაძლო ფორმებს, შრომის ბაზრისთვის საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში შესაბამისი და მოთხოვნადი უნარჩვევების მატარებელი მაღალი კვალიფიკაციის კონკურენტუნარიან სპეციალისტთა მომზადების რეკომენდაციების შემუშავებისას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *