ევროპის უნივერსიტეტში ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.
პოლიტიკის დოკუმენტის მიზანი საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდებაა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარი საჯარო სკოლების დირექტორები საქართველოს რეგიონებიდან, კვლევაში ჩართული სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის ფორმატში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საკონსულტაციო საათი გაიმართა.