ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა გივი ბედიანაშვილმა მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – “ეკონომიკური სისტემების მართვის სტრატეგიები, მოდელები და ტექნოლოგიები“ (SMTESM-2021) (http://smtesm.khnu.km.ua/) მიიღო მონაწილეობა.
პროფესორმა პრეზენტაცია თემაზე “გლობალიზაცია და ეკონომიკის განუზღვრელობის თანამედროვე გამოწვევები“ წარადგინა.
კონფერენციის ორგანიზატორები ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა) და სხვა საერთაშორისო ინსტიტუციები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და ხმელნიცკის ეროვნულ უნივერიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა, რომელიც სამომავლო პრესპექტივების გათვალისწინებით საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.