ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მე-10 ტურის შეხვედრაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უშანსოდ დატოვა და დიდი ანგარიშით 11-1 დაამარცხა.
EU-ს რიგებიდან სამი ბურთი გიორგი ქურხულის სახელზეა, დუბლი კახა გოგოხიამ და აკაკი ჯანელიძემ გაიფორმეს.
აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგა 2-ის მე-11 ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში 29 იანვარს გაიმართება.