ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს, შიდა საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „უმაღლესი განათლების თანამედროვე გამოწვევები, შრომის ბაზარი და სამეწარმეო აქტიურობის განვითარება“, პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას მოდერატორობას უწევდა და მოხსენებით წარსდგა გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი ბედიანაშვილი, მომხსენებლები ასევე იყვნენ, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ქუჯი ბიჭია და ეკატერინე ნაცვლიშვილი, მაგისტრანტები: ნესტანი ბენიძე, ნინო ვიბლიანი და გიორგი მენაბდიშვილი.
ღონისძიებას ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და საქართველოს მასშტაბით, პროფესორები, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა პროექტის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები.
ღონისძიება დისტანციურად ჩატარდა და პრეზენტაციის ბოლოს საკონსულტაციო საათი კითხვა – პასუხის რეჟიმში გაიმართა.