ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობა დაიწყო:
ევროპის უნივერსიტეტში, 2021 – 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება საბაკალავრო პროგრამებზე 2022 წლის 15 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით, ხოლო, ერთსაფეხურიან საგანამანათლებლო პროგრამებზე 7 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით განხორციელდება.
ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
1. სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე.
2. მედიცინის ფაკულტეტი:
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანამანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია – პირველიდან – მეექვსე სემესტრის ჩათვლით;
სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია პირველიდან – მეოთხე სემესტრის ჩათვლით;
დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი საგანამანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია მეორე და მესამე სასწავლო სემესტრებზე.
3.ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
სწავლის საფასური:
მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური – 5000 დოლარი (ექვივალენტი ლარში);
სტომატოლოგის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 3500 დოლარი (ექვივალენტი ლარში);
დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამა – 4500 ლარი;
შენიშვნა: ერთი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორე საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური განისაზღვრება მათთან გაფორმებული საგანმანათლებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ოდენობით.