ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი სემესტრულად სტუდენტთა საჭიროების კვლევას აწარმოებს. აღნიშნულ კვლევაში, სტუდენტები მათთვის საინტერესო საჯარო ლექციების, ვორქშოფებისა და მასტერკლასების საკითხებს აფიქსირებენ.
მომსახურების ცენტრი კვლევის შედეგებზე რეაგირებას ახდენს და სემესტრულად, სტუდენტთა საჭიროების კვლევის შედეგად გამოკვეთილი მოთხოვნების შესაბამისი, საჯარო ლექციების სერიას გეგმავს.
გთავაზობთ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი ლექციების სერიის აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც ხუთ შეხვედრას მოიცავს:
1. ლექციის სათაური: „ადამიანის უფლებების მნიშვნელობა საზოგადოებაში“;
- მომხსენებელი: კახა გოშაძე, სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;
- დრო: 12 თებერვალი, 19:00 საათი;
2. ლექციის სათაური: „დამნაშავის ფსიქოლოგია“;
- მომხსენებელი: მარიამ ბახტაძე, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფსიქოლოგი;
- დრო: 19 თებერვალი, 17:00 საათი;
3. ლექციის სათაური: „როგორ გავხდე წარმატებული ვებ დეველოპერი“;
- მომხსენებელი: ბესო ტაბატაძე – ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- დრო: 14 მარტი, 15:00 საათი;
4. ლექციის სათაური: „კომპიუტერთან კომუნიკაციის ხელოვნება: პროგრამირება“;
- მომხსენებელი: ანრი მორჩილაძე, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- დრო: 21 მარტი, 15:00 საათი;
5. ლექციის სათაური: „ელექტრონული კომერციის ტენდენციები მსოფლიოში და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“;
- მომხსენებელი: ქუჯი ბიჭია, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- დრო: 23 მარტი, 18:00 საათი;
ლექციები დისტანციურად, ვებინარის პროგრამა Zoom-ის საშუალებით გაიმართება.