საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის მიმართულებები

evropis-universitetis-erazmus-kreditebis-saertashoriso-mobilobis-mimartulebebi

ევროპის უნივერსიტეტისთვის მიმდინარე წლის ერაზმუს+  კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის გამოცხადება წარმატებული აღმოჩნდა – უნივერსიტეტთა შორისი შეთანხმებები ევროკავშირის ისეთ უნივერსიტეტებთან გაფორმდა, როგორებიცაა:

•    ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი

•    მალაგის უნივერსიტეტი, ესპანეთი

•    მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი

•    პარ საუნივერსიტეტო კოლეჯი, ხორვატია

•    ლიბერტას საერთაშორისო უნივერსიტეტი, ხორვატია

•    ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი

•    დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტი, რუმინეთი

•    დაბროვა გორნიცას საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი, პოლონეთი

•    ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი

•    კალისიის უნივერსიტეტი, პოლონეთი

•    ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი

•    უმაღლესი ტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია

•    ლ’აკვილას უნივერსიტეტი, იტალია

•    დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტი, ქვიმპერის კამპუსი, საფრანგეთი

•    უტენას კოლეჯი, ლიეტუვა

•    ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილეს და მეთოდის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

•    ბალტიის საერთაშორისო აკადემია, ლატვია

კრედიტების საერთაშორისო მობილობის შეთანხმებები აღნიშნულ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას სწავლის, სწავლების ან ტრენინგების გავლის მიზნით ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობები სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ასევე ითვალისწინებს სტიპენდიებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *