ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალის, „გლობალიზაცია და ბიზნესი“, ორგანიზებით, მიმდინარე წლის 9-10 ივლისს VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ გაიმართება.
კონფერენციის თანაორგანიზატორები ქუთაისის უნივერსიტეტი და დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია) არიან და იგი ევროპის უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში (ვებინარის პრორამა ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით) ჩატარდება.
მასალების წარდგენის ვადები:
- მოხსენების სათაური და რეზიუმე – 2022 წლის 15 აპრილამდე;
- მოხსენების სრული ტექსტი: 2020 წლის 20 მაისი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eugb.ge/conference.php?id=6