ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებისთვის საკვალიფიკაციო სერტიფიცირებული ტრენინგ კურსები გაიმართება.
ტრენინგებს უცხოელი ექსპერტები აშშ-დან ონლაინ რეჟიმში გაუძღვებიან, ვებინარის პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.
შემოთავაზებული კურსები:
1. “საერთაშორისო არბიტრაჟი”
- ტრენერი: პროფესორი ჟოზეფ მატიუსი (Joseph Matthews);
- თარიღი: 3-5 / 10-12 / 17-19 ივნისი.
2. “პირადი ცხოვრება და მონაცემთა დაცვა”
- ტრენერი: პროფესორი ელიზაბეტ პოუერი (Elizabeth Powers);
- თარიღი: 8-10 / 15-17 / 22-24 ივლისი.
3. “საერთაშორისო პროექტების ფინანსები”
- ტრენერი: პროფესორი დევიდ ზარსკი (David Zarski)
- თარიღი: 12-14 / 19-21 / 26-28 აგვისტო.
აღნიშნული კურსები ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის არის უფასო. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სამივე კურსზე.
კურსები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
თითოეული კურსის გავლისას გაიცემა სერთიფიკატი.
მსურველები 2022 წლის 22 მაისამდე დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: info@law.org.ge; ioseb.kelenjeridze@eu.edu.ge;
ტელ: 2 000 171 (116)