“ევროპის უნივერსიტეტში” ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა
17
Apr
“ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის პროგრამის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია – “ემოციების მართვა და თვითშეფასება” გაიმართა, რომელსაც ფსიქოლოგისა და მკვლევარი ზურა მხეიძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: სტრესისა და ემოციების მართვა, თვითშეფასება და საკუთარ თავთან კომუნიკაცია და სხვა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სკოლების 100-მდე მოსწავლე ესწრებოდა.