ევროპის უნივერსიტეტი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის შესარჩევ კონკურსს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აცხადებს.
მასპინძელი უნივერსიტეტი: მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა
სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: მედიცინა
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე
სასტიპენდიო შეთავაზება: პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება მხოლოდ სწავლის საფასური მასარიკის უნივერსიტეტში
შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშcორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.
წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი – Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.
შენიშვნა: თუ სტუდენტი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს წარმოადგენს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას აიღებს, რომელიც CEFR-ის სტანდარტით მინიმუმ B2 დონეს უნდა შეესაბამებოდეს.
გასაუბრება ინგლისურ ენაზე ორშაბათს, 2 მაისს 12:00 საათზე გაიმართება:
1. გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება.
შეფასების ელემენტები:
მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
ორშაბათს, 2 მაისს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 1 გამარჯვებულ სტუდენტს გამოავლენს .
ორშაბათს, 2 მაისს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 2 გამარჯვებულ სტუდენტს გამოავლენს
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/NUW1gL1Hu5PAHyYMA
განცხადებების მიღება შეწყდება 25 აპრილს, შუადღის 14:00 საათზე.
განცხადებები მიიღება 25 აპრილს, 14:00 საათამდე.
საერთაშორისო მობილობისთვის კონკურსის გზით სტუდენტთა შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ევროპის უნივერსიტეტის „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს“.
სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge