ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა, ანა დაშნელმა, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდია მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ლომინაძის სახელობის სტიპენდიაზე საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტთა წარდგენა წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრში, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.
ევროპის უნივერსიტეტი მადლობას უხდის რამაზ ლომინაძის ფონდს სტუდენტების ფინანსური წახალისებისა და მხარდაჭერისთვის.