მასარიკის უნივერსიტეტში ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტური შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის ორი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები – ტანია ბატნაგარი და სურაჯ რაჯეშ ჩანგრანი ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, ბრნოში გაემგზავრებიან და შემოდგომის სემესტრს მასარიკის უნივერსიტეტში გაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ მასარიკის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო გეგმასთან თავსებადი მრავალფეროვანი კურსები აირჩიონ და კლინიკური, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.