თათია დოლიძეს საშუალება ჰქონდა დასწრებოდა ვორქშოფებსა და მოხსენებებს, რომლებიც წარმოადგინეს მალაგას უნივერსიტეტის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და პროგრამებზე, ასევე რეგიონის კულტურასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა სამსახურისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთობლივი ინტერნაციონალიზაციის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
პერსონალის საერთაშორისო კვირეულებში მონაწილეობა არის აკადემიური კავშირებისა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ამის დასტურია გაგრძელებული კომუნიკაცია ევროპის უნივერსიტეტსა და მალაგას საერთაშორისო პერსონალის კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტებს შორის, არაერთი ახლადგაფორმებული მემორანდუმი და დაგეგმილი თანამშრომლობა საერთაშორისო პროექტებისა და ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ჭრილში.