ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მე-5 – მე-10 სემესტრის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სტუდენტების შესარჩევად, რომლებიც კლინიკა “ჰეფი დენტში” გაივლიან პრაქტიკას მიმდინარე წლის 23 მაისიდან 23 ივნისამდე.
პრაქტიკა თერაპევტის, ქირურგის და ორთოპედის ასისტირებასა და სხვადასხვა მანიპულაციაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოიცავს.
კონკურსის ფარგლებში, ერთი სტუდენტი შეირჩევა ქართულენოვანი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამიდან, ერთი კი – ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან.
კონკურსის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები დეტალურად იხილეთ თანდართულ ფაილში.
მიმაგრებული ფაილები: