სხვა სიახლეები

პროფესორი მარიამ კილანავა ბელფასტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროპის უნივერსიტეტის” სახელით მოხსენებით წარსდგა

propesori-mariam-kilanava-belpastshi-gamartul-saertashoriso-konperentsiaze-evropis

“ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასოცირებული პროფესორი მარიამ კილანავა ბრიტანეთში, ბელფასტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

კონეფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის – IATEFL მიერ გაიმართა.

მარიამ კილანავა კონფერენციაზე „ევროპის უნივერსიტეტის“ სახელით წარსდგა.

კონფერენციის მსვლელობისას Oxford University Press და British Council (UK) წარმომადგენლებმა მასთან ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მისი სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინტერვიუ ჩაწერეს.

ასევე, კონფერენციის მსვლელობისას, მარიამ კილანავა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ცენტრების წარმომადგენლებს, როგორებიცაა Trinity College London, Queen’s University Belfast, The University of Sheffield, Language Cert და International House London.
კონფერენცია ყოველწლიურია და საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რადგან მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობა მონაწილეობს და კონკურენციაც მაღალია.

“ევროპის უნივერსიტეტის“ წარდგენა და მისი გაცნობა მსგავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მნიშვნელოვანია მისი მასშტაბებიდან გამომდინარე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *