საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში“ ზუგდიდის, თელავის და ბორჯომის საჯარო სკოლები დააჯილდოვეს

evropis-universitetshi-zugdidis-telavis-da-borjomis-sajaro-skolebi-daajildoves

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტმა“ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისკენ მიმართული სასკოლო ინიციატივების მხარდასაჭერად ქვე-გრანტები გასცა.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული საჯარო სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა მოსწავლეებმაც შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ხასიათის და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მინი-პროექტები წარადგინეს.

“ევროპის უნივერსიტეტში“ დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ზუგდიდის #9, თელავის #4 და ბორჯომის #1 საჯარო სკოლები.

“ევროპის უნივერსიტეტი“ ჟან მონეს პროექტს ახორციელებს, რომელიც 31 მაისს საზეიმოდ, სპეციალური კონფერენციით დაიხურება. ღონისძიებაში დიპლომატიური კორპუსის და ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *