სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტმა” ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

evropis-universitetma-evrokavshiri-sakartvelos-biznes-porumshi-miigho-monacileoba

სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში”, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“ გაიმართა, რომელშიც “ევროპის უნივერსიტეტმა” მიიღო მონაწილეობა.

ფორუმს 300-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სპეციალური სივრცე დაეთმო პირისპირ შეხვედრებს (B2B) ფორუმის მონაწილეებს შორის, სადაც “ევროპის უნივერსიტეტმა” ფორუმის მონაწილეებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა .

ასევე, პარალელურად მოეწყო წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა, რომელშიც “ევროპის უნივერსიტეტი”, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადდა, კვლევაში  თავმოყრილია ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და შეფასებულია რეფორმები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან.

გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში მოხდა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფციის წარდგენა, რომელიც შექმნის უნიკალურ მექანიზმს ბიზნეს სექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *