მადრიდში ნატო-ს სამიტის გახსნის დღეს “ევროპის უნივერსიტეტს” ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო და შეფასების ცენტრის (JTEC) საერთაშორისო სამხედროკონსულტანტები ეწვივნენ.
“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ეგიდით გამართულშეხვედრაზე JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის ლიდერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა პერ-ივარპედერსენმა (ნორვეგია) და ამავე ჯგუფის წევრმა, კაპიტანმა ჯეკ ბეკეტმა (დიდი ბრიტანეთი) ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. განხილულიიქნა უკრაინაში მიმდინარე ომის სტრატეგიულ-ოპერატიული სურათი და ნატო-შისაქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზელექტორებს შორის მაღალჩინოსანი სამხედრო პირები, JTEC-ის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბოკოლეჯის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლეკვეიშვილი არიან.
პროგრამა ითვალისწინებს ჰიბრიდული ომების, ომის თეორიების, ეროვნული დასაერთაშორისო უსაფრთხოების, სამხედრო ოპერაციების გაგება-გააზრებისა და სტრატეგიულიდაგეგმარების სასწავლო კურსებს, რითაც ხაზი ესმევა სოციალურ და პოლიტიკურმეცნიერებებში უსაფრთხოების სწავლებისა და კვლევის მნიშვნელობას.