“ევროპის უნივერსიტეტსა” და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ბელგიის საპატიო კონსულმა საქართველოში ჯონ ბრაეკველდტმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ლექცია-პრაქტიკულების ჩატარებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა და შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული პირობების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა; საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების პროცესში თანამშრომლობის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე ხელი მოეწერა EBA-ს, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.