ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისათვის, ა(ა)იპ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ორთვიანი კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით.
კლინიკური პრაქტიკის პერიოდი: 20 ივლისი – 20 სექტემბერი.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
1. GPA > 3
2. სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მე-6 კურსი (მე-11 და მე-12 სემესტრი).
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით :
1. სამოტივაციო წერილი
2. გასაუბრება
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 16 ივლისის 18:00 საათამდე.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 19 ივლისს,2022.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი.
შედეგები გამოქვეყნდება 20 ივლისს,2022.
ორთვიანი პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბიმისი სერტიფიკატი.