სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში მობილობა დაიწყო

evropis-universitetshi-mobiloba-daiwyo

ევროპის უნივერსიტეტში მობილობა დაიწყო:

2022 -2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  მობილობის პროცესის  ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

ა) დოკუმენტების მიღება – 2022 წლის 12 სექტემბრიდან – 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;

ბ) სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 2022 წლის 12 სექტემბრიდან – 2022 წლის 21 სექტემბრის  ჩათვლით;

გ) სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2022 წლის 12 სექტემბრიდან 21 სექტემბრის  ჩათლით.

სტუდენტმა ,ევროპის უნივერსიტეტს“ უნდა მიმართოს განცხადებით და წარუდგინოს პირადი  საქმის ასლები უნივერსიტეტში, გურამიშვილის N76 -ში, ხოლო ფსიქოლოგიის მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტმა დავით სარაჯიშვილის N17 -ში. ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00სთ (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი) ან შეავსოს განცხადება ონლაინ (იხილეთ განცხადების ფორმა დანართი  №1). ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსების დროს, განცხადების ფორმა უნდა ამოიბეჭდოს, შეივსოს, დაისვას ხელმოწერა, დასკანერდეს (ან გადაუღეთ ფოტო) და წარმოსადგენ დოკუმენტციასთან ერთად ატვირთეთ  ელექტრონულ მისამართზე Info@eu.edu.ge

სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტში ან ონლაინ (იხილეთ თანხმობის/უარის ფორმა დანართი №2) უნივერსიტეტის წარმომადგენელთან კონსულტაციის  შემდგომ.

წარმოგიდგენთ  მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას  და სწავლის საფასურს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

1.    სამართლისგანათლებისბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

ა) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია I, III, V და  VII სასწავლო სემესტრებზე;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია I, III და  V  სასწავლო სემესტრებზე;

გ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია I, III, V  და  VII სასწავლო სემესტრებზე;

დ) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია I, III და V სასწავლო სემესტრებზე;

ე) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია I სასწავლო სემესტრზე;

ვ) მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I და III  სასწავლო სემესტრებზე;

ზ) განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 3000 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I   სასწავლო სემესტრზე.

ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I,II, III, IV, V და VI სასწავლო სემესტრებზე.

2. მედიცინის ფაკულტეტი:

დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანიერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  –  22 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასურია 4500 ლარი, მობილობ გამოცხადებულია I, II, III, IV, V და VI  სასწავლო სემესტრებზე;

სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა –  25 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 3500 ლარი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

3.    ვეტერინარიის ფაკულტეტი:

ა) ვეტერინარიის ინტეგრირებული  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 3500 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია I და  II  სასწავლო სემესტრებზე.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.1. საბაკალავრო, ერთსაფეხურიან და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);

თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი.

2.2. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული/ინგლისური ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.  აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

2.3. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

მობილობასთან დაკავშირებით  კონსულტაციის მისაღებად,  შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ტელ: 2000171; 593960852  ან  მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *