აღსანიშნავია, რომ აიდა შაჰრეზაი თავდაპირველად ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამით მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) წარსაგზავნად შეირჩა, თუმცა საბოლოოდ სტუდენტმა არჩევანი ბულგარეთზე შეაჩერა და ევროპის უნივერსიტეტმა მისთვის ამ ალტერნატიული მიმართულების შეთავაზება სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტში შეძლო.
ევროპის უნივერსიტეტსა და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტს მჭიდრო ურთერთთანამშრომლობა აკავშირებს, განსაკუთრებით ექსტრაკურიკულარული აკადემიური აქტივობების მიმართულებით.
რეგულარულ პრაქტიკას წარმოადგენს საერთაშორისო საჯარო ლექციები, რომლებსაც სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, და პირიქით.